1750017082
პოლიციამ მინესოტაში კანონმდებლებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

აშშ-ის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ერთი დემოკრატი კანონმდებლის მკვლელობაში და მეორის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
სამართალდამცველები 57 წლის ლუთერ ბოლტერს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ვარაუდით, კაცი თავს პოლიციის ოფიცრად ასაღებდა. პოლიციელებმა ის ტყეში დააკავეს. კაცი შეიარაღებული იყო.
თავდასხმა კანონმდებლებზე 14 ივნისს მოხდა. სროლას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ. მძიმედ დაიჭრნენ სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.