პოლიციამ ახალშობილებზე სექსუალური ძალადობის ვიდეოები აღმოაჩინა - დაკავებულია ხუთი პედოფილი

იტაკლიის პოლიცია

ხუთიდან ერთ-ერთი მონსტრი ორი წლის განმავლობაში ძალადობდა სამ პატარა გოგონაზე. ორი წლის განმავლობაში ის ტკბებოდა ტერორით, რითაც დაიმორჩილა ორი მათგანი, რომლებიც მასთან დაკავშირებული იყვნენ ოჯახური კავშირებით და მესამე - მეგობრის ნათესავი იყო. ლომბარდია აშფოთებულია ბავშვთა პორნოგრაფიის საქმით. 
ეს არის ზუსტად ის საშინელება, რომელიც აღმოაჩინა მილანის პოლიციამ, როდესაც დააკავა დანაშაულში მხილბეული ხუთი პედოფილი.

აგენტებმა ჩაატარეს 21 ჩხრეკა კომოს, ლოდის, მონცა ბრიანცას, მილანის, პავიასა და ვარესეს პროვინციებში.

დაკავებულები ფლობდნენ დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიას და ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ონლაინ ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტურად აჩვენა, თუ როგორ აწარმოებდა ხუთი პედოფილი მასალას, რომელიც უბიძგებდა ძალიან ახალგაზრდებს, თუნდაც შვიდი-რვა წლის ასაკში, ჩაეტარებინათ სექსუალური აქტები, სტრიმინგის საშუალებით.

წარმოუდგენელია, ის, რაც დაკავებულების კომპიუტერების გამოკვლევებმა გამოავლინა.

პედოფილები ახალშობილებსაც არ ინდობდნენ.

 

პოლიციელები წააწყდნენ სექსუალური ძალადობის ვიდეოებს, სადაც სექსუალური ძალადობა ხდებოდა ყველაზე პატარაზე, ყველაზე დაუცველზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახალშობილებზე...
გამოძიება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პოლიციის სტრუქტურებთან თანამშრომლობით. - წერს იტალიური მედია.

ასევე ნახეთ:

„ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ...“ - თი მაჭავარიანი

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი