პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დილემის წინაშეა.
„ხშირად მაქვს განცდები, ფიქრები და ეჭვები რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, ამას ისიც ემატება რომ ტიპიური სასწორი ვარ და “აზრზე არ ვარ რა მინდა, ხან ვიცი, ხან - არა”, თუმცა, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, უკან აღარ ვიხევ და ბოლომდე მივყვები.. პროცესია რთული…
ეს გადაწყვეტილება კი, რაზეც მაქვს საუბარი და უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, ეხება ჩემს კარიერას..პროფესიას.. სრულად მიცვლის ცხოვრების ტრაექტორიას და მეშინია..ახლაც კი…
დილემა კი შემდეგი იყო:
ვაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და მეტი რესურსი და ფინანსები ჩავდო ამ კუთხით ჩემს განვითარებაში,
თუ
მოვაკლო დრო, ფინანსები, ენერგია, ყურადღება, რესურსები იმ ყველაფერს რასაც ახლა ვაკეთებ, გავრისკო და დავიწყო იმის კეთება, რაც უზომოდ მინდა, ძალიან დიდი ხანია…
მაშინ როდესაც ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ ჩემს ასაკში, 3 შვილით, უზარმაზარი ვალდებულებებით, თითქოს ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან.. მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ გაჭედილი ვარ და ასე ყოფნა არ მომწონს.. მინდა განვითარება, სიახლე, იმ საქმის კეთება სადაც რეალურად ვხედავ ჩემს თავს.. და თან ჩემი დასრულებული ურთიერთობის შემდეგ, ძალიან ამეწია სტანდარტები ცხოვრებაზეც და საკუთარ თავზეც...“, - წერს თი მაჭავარიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: