„რატო დამტოვე მარტო?...“ - ფოთში ავარიის დროს დაღუპული ბიჭის საცოლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1763842700
ტაილანდში მიტოვებული ჩვილი გადაარჩინეს. ამის შესახებ Metro იუწყება.
ბავშვი დამლაგებელმა იპოვა. ის მესამე სართულზე იმყოფებოდა, როცა ჩვილის ტირილი გაიგო. ხმა ტუალეტიდან გამოდიოდა. უნიტაზის ჩამკეტი ავზის („ბაჩოკის“) შიგნით, ახალშობილი გოგონა იწვა.
ქალმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა განსაზღვრეს, რომ გოგონა ერთ დღეზე ნაკლები ასაკის იყო.
პოლიციამ ჩვილის დედის ძებნა დაიწყო. სამართალდამცველები იმედოვნებენ, რომ დედას სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოყენებით იპოვიან.