„ჩემო ლამაზო გოგო, ტრაგედიაა შენი გარდაცვალება...“ - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1785424774
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, ენდი ბერნემმა მუშაობა ცხოვრების გაძვირებასთან ბრძოლის დაპირებებით დაიწყო, თუმცა ცენტრალური ბანკის თქმით, ბრიტანეთში ინფლაციის ზრდის ყველაზე დიდ საფრთხეს მაინც აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა ქმნის.
ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები უცვლელ დონეზე შეინარჩუნა, თუმცა გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მერყევი კონფლიქტი შესაძლოა ხანგრძლივ ენერგეტიკულ შოკში გადაიზარდოს, რაც ბანკს განაკვეთების გაზრდას აიძულებს.
„ინფლაციის შემცირება ჩვენს მოლოდინს აჭარბებს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ენერგორესურსების მაღალ და არასტაბილურ ფასებს ჯერ კიდევ განაპირობებს“, - აღნიშნა ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა, ენდრიუ ბეილიმ.
მიმდინარე ომის შესაძლო გავლენის შესაფასებლად ცენტრალურმა ბანკმა მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი დაამუშავა. ყველაზე ცუდი სცენარით, თუ კონფლიქტი კვლავ გამწვავდება, ფასები მთელ ეკონომიკაში მაღალ ნიშნულზე გაიყინება, ინფლაცია კი 2027 წლის მეორე კვარტალში მაქსიმუმს - 4.5%-ს მიაღწევს.