Politico: რომის პაპის დაკრძალვას საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრებიან

საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები

რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვას 26 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრებიან. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

პირველმა პაპის დაკრძალვაზე დასწრების სურვილი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა. ის დაკრძალვას ამერიკის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად დაესწრება.

პონტიფიკოსი 21 აპრილს გარდაიცვალა. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.