POLITICO: ნატო რუსული დრონების შემოჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს

მარკ რუტე

ნატოს უმაღლესმა თანამდებობის პირებმა პარასკევს განაცხადეს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის საპასუხოდ, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე მეტ სამხედრო თვითმფრინავსა და საჰაერო თავდაცვის სისტემას გააგზავნის.

„დღეს ნატო იწყებს ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგს“, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია აღმოსავლეთ ფლანგზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

ოთხშაბათს, პოლონურ და ნიდერლანდურ გამანადგურებელ თვითმფრინავებს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება მოუწიათ, რაც ნატოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევა იყო.