1769187331
POLITICO: მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ტრამპთან დაპირისპირება ცუდი აზრია, რადგან ამერიკასთან კონფლიქტით ევროპას ყველაფრის დაკარგვა შეუძლია
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამ კვირაში ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციები დაიცვა, რაც ტრანსატლანტიკური დაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნადმ, - წერს გამოცემა POLITICO.
როგორც გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ბრიუსელში ხუთშაბათს გამართულ სამიტზე, მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ტრამპთან დაპირისპირება ცუდი აზრი იყო, რადგან ამერიკასთან კონფლიქტით ევროპას ყველაფრის დაკარგვა შეუძლია.
ამის ნაცვლად, მან ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ურჩია, ტრამპი ნაჩქარევად არ მიეჩნიათ გიჟად ან არაპროგნოზირებადად, როგორც მას ზოგიერთი ოფიციალური პირი პირად საუბრებში ახასიათებდა.










