POLITICO: ევროპას არ აქვს იდეა, რით შეძლებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩანაცვლებას მისი დაშლის შემთხვევაში

ნატო

ევროპას არ აქვს იდეა, რითი შეძლებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩანაცვლებას მისი დაშლის შემთხვევაში, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები განიხილავენ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე ნატო-სთან დაკავშირებით და რით შეიძლება ამ ბლოკის ჩანაცვლება.

„ალიანსი პარალიზებულია. მათ შეხვედრების ჩატარებაც კი არ შეუძლიათ. აბსოლუტურად ნათელია, რომ ნატო უკვე იშლება. ჩვენ არ შეგვიძლია, დაველოდოთ ორგანიზაციის მთლიანად გაქრობას“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.

ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ნატო-ს მუდმივი კრიტიკა ასუსტებს ალიანსს, რადგან ალიანსი ეფუძნება იდეას, რომ მზად იყოს, დაიცვას ნებისმიერი წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ. ხოლო როდესაც ეს დაპირება ეჭვქვეშ დგება, ნატო კარგავს რუსული აგრესიის შემაკავებელ ძალას, თუმცა, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპელებს ჯერ კიდევ არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როგორ აღადგინონ ნატო-ს ავტორიტეტი ან რით ჩაანაცვლონ ალიანსი.