Politico: აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღადგინა

ზელენსკი ტრამპი

აშშ-ს და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლამ ადრე არსებულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

ეს ინფორმაცია გამოცემას აშშ-ის სენატის წევრებმაც დაუდასტურეს.

Politico წერს, რომ ამჟამად რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. ტრამპის სპეცწარმომადგენლები, მათ შორის სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერია ამჟამად ირანთან ომით არის დაკავებული და უკრაინა მის პრიორიტეტთა სიაში უფრო ქვევით არის.

ივლისის ბოლოს ტრამპი და ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინის პრეზიდენტმა მას „კარგი შეხვედრა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა „Patriot-ის ტიპის საზენიტო რაკეტების ერთობლივი წარმოება და სხვა საკითხები განიხილეს. ორი დღის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ „დარწმუნებული არ არის“, რომ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის წარმოების ლიცენზიას გადასცემს. მისი თქმით, ეს საკითხი „განხილვის პროცესშია“.