პლაჟზე, შეზლონგის გამო, პენსიონერების ჩხუბი ტრაგიკულად დასრულდა (საბერძნეთი)

პლაჟი

საბერძნეთში, ქალაქ ვულიაგმენიში, პლაჟზე შეზლონგის გამო მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 82 წლის პენსიონერი გარდაიცვალა. ამის შესახებ Metro.co.uk იუწყება.

ინციდენტი 20 სექტემბერს, დილით, ათენის რივიერაზე მოხდა, სადაც 76 წლის მამაკაცი 21 წლის თანმხლებ ქალთან ერთად გარუჯვის მიზნით მივიდა. შეზლონგები ყველასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც,  76 წლის მამაკაცს, უცნობ დამსვენებელთან, რომელიც 82 წლის იყო, კონფლიქტი მოუვიდა.

სიტყვიერი შელაპარაკება სწრაფად გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც პენსიონერს გულის შეტევა დაემართა. ადგილზე დაზარალებულს გულის არაპირდაპირი მასაჟი გაუკეთეს და დეფილბრილიატორი გამოიყენეს. ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ვულის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

✕