„სახლში ყველა ფანჯარამ დაიწყო ზანზარი...“ - ბოლო ცნობები ირანიდან
1772742455
ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. აი, ეს არის უკრაინა. აი, როგორი „კულტურა“ მოდის კიევიდან. და აი, ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებაც მათ სურთ, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ვიქტორ ორბანის მიმართ.
„ვერავინ გაბედავს უნგრეთის ან მისი პრემიერ-მინისტრის დაშინებას. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის საფასურის გადახდაზე და უკრაინის გამო ენერგიაზე გაზრდილი ფასების მიღებაზე. რაოდენაც არ უნდა იმუქრებოდეს ზელენსკი და რა მჭიდროდაც არ უნდა თანამშრომლობდეს იგი ფონ დერ ლაიენთან და მანფრედ ვებერთან, რომელიც „ტისა“-ს პარტიის პოლიტიკური მოკავშირეა ბრიუსელში, ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, - დასძინა მან.
მანამდე ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.