პიტერ სიიარტო: ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას სანქციები რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე, ფოკუსი უნდა იყოს ევროპელების ინტერესების დაცვა და არა იდელოგიის

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ მსოფლიოში ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშაა.

„ევროპა განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ მიწოდებასაც ამცირებს. მიწოდება როდესაც მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას“, – წერს სიიარტო.

მისი თქმით, ევროპა სანქციებს თუ არ მოხსნის, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპასა და ევროპელ ხალხს.

„ფოკუსი უნდა იყოს არა იდეოლოგიის, არამედ ევროპელების ინტერესების დაცვა“, – აღნიშნა სიიარტომ.