გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებში მოქმედი ოთხვარსკვლავიანი გენერლებისა და ადმირალების რიცხვი 20 პროცენტით შემცირდება.
ამასთან, 20 პროცენტით შემცირდება ეროვნულ გვარდიაში გენერლების ოდენობა, ხოლო არმიისა და ფლოტის უმაღლესი რანგის ოფიცერთა რიცხვი 10 პროცენტით დაიკლებს. შემცირებები მიმართულია ძალოვან სტრუქტურებში პერსონალის სიჭარბის აღმოფხვრაზე.
ამ დროის მონაცემებით, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში 38 ოთხვარსკვლავიანი გენერალი ირიცხება. ეს უმაღლესი წოდებაა, რომლის მიღწევაც ამერიკულ არმიაშია შესაძლებელი. სულ კი აქტიურ სამსახურშია 817 გენერალი და ადმირალი.