,,პირველად დიდი ხნის განმავლობაში, პირისპირ ვისაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მიმაჩნია, რომ ეს სწორია” - ვოლოდიმირ ზელენსკი

კი

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შესახებ - ერევანში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ტელევიზიის ეთერში გამოეხმაურა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კომუნიკაცია დიდი ხნის განმავლობაში პირველად შედგა, რაც სწორი ნაბიჯი იყო.

"პირველად დიდი ხნის განმავლობაში, მცირე ხნით პირისპირ ვისაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მიმაჩნია, რომ ეს სწორია", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.