სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში - გარდაცვლილია სამი ადამიანი
1736599900
დელტა ავიახაზების პილოტმა ფრენა ერთი მგზავრის გამო გადადო. იგი დაეხმარა ჰანა უაითს დროულად მიეღწია საავადმყოფოში და დამშვიდობებოდა დედას სიკვდილამდე.
The Independent-ის ცნობით, ჰანა უაიტის დედა პნევმონიის გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა. დედის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. ექიმებმა ოჯახს სასწრაფოდ მისვლა სთხოვეს, რადგან პროგნოზი გაურკვეველი იყო.
უაითი დედის მოსანახულებლად მინეაპოლისში დალასიდან მიფრინავდა, მაგრამ მექანიკური ხარვეზის გამო ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო. არსებობდა რისკი, რომ ჰანა დედას ვეღარ მიუსწრებდა.
უაიტმა აუხსნა თავისი მდგომარეობა ბორტგამცილებელს, რომელმაც თავიდან თქვა, რომ მას მეორე დღის რეისზე გადაიყვანდნენ, თუმცა ეს დაგვიანებული იქნებოდა. როდესაც ეს ამბავი პილოტმა გაიგო, მან დაურეკა დამაკავშირებელი ფრენის პილოტს, რომელიც დათანხმდა თვითმფრინავის რეისის გადადებას.
საქმეების დაჩქარების მიზნით, უაითს ადგილი ჰქონდა პირველ კლასში, რათა თვითმფრინავიდან უფრო სწრაფად გამოსულიყო. მას მგზავრებიც დაეხმარნენ: ერთ-ერთმა მათგანმა ჰანას მინეაპოლისის აეროპორტის რუკა მისცა, რათა დაუყოვნებლად ეპოვა სწორი ტერმინალი.
ამ ქმედებების წყალობით უაითმა დროულად მიაღწია დანიშნულების ადგილს. მან შეძლო ბოლო 24 საათი გაეტარებინა დედასთან.
ამბავი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ბევრმა მომხმარებელმა გამოხატა აღფრთოვანება Delta Airlines-ის ეკიპაჟისა და სხვების სიკეთის გამო.