რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე, რომელიც მან ყველაზე მსხვილ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გამართა, პიჯაკზე თავის გამოსახულების მქონე ნიშანი გაიკეთა. ჟურნალისტებს რა თქმა უნდა ამ აქსესუარს ყურადღება მიაპყრეს.
ამერიკის ლიდერს შეხვედრაზე მკაცრი სტილის ლურჯი ფერის პიჯაკი ეცვა, რომელზეც ორი სამკერდე ნიშანი ეკეთა, ერთზე გამოსახული იყო აშშ-ს დროშა, ხოლო მეორეზე თავად ტრამპი. ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ტრამოის პორტრეტის მქონე სამკერდე ნიშანს ეხებოდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
«ამ სამკერდე ნიშანს ჰქვია „სიხარულის ტრამპი“. მაჩუქეს და გავიკეთე», - განმარტა ტრამპმა. მისი თქმით, ის არასდროს არის ბედნიერი ან კმაყოფილი და ასეთივე დარჩება, სანამ „ამერიკა ისევ არ აღიდგენს დიდებას“.