წყალტუბოში, სანატორიუმ „ფილიალის“ შენობაში ხანძარი იყო

სახანძრო

წყალტუბოში, სანატორიუმ "ფილიალის" შენობაში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.