პეტერ მადიარი: პროკურატურის მასალებიდან ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ორბანის მთავრობა კრიმინალური ორგანიზაცია იყო

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ პროკურატურის მასალებით ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა „ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაფიას“, ანუ კრიმინალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

„პროკურატურის მასალებიდან ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ორბანის მთავრობა ეკონომიკური და პოლიტიკური მაფია იყო, სხვა სიტყვებით კი – კრიმინალური ორგანიზაცია“, – წერს მადიარი.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებენ „ეს მაფიოზები“ დუმილის შენარჩუნებას.

„მალე გახდება ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებენ ეს მაფიოზები „ომერტას“ – დუმილის კოდექსის – დაცვას“, – წერს მადიარი.

✕