ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ მისი გავლენა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაზე.
გრემმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უთხრა მას, რომ სანქციების კანონპროექტი - რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, 500%-იან ტარიფებს დაუწესებს - კენჭისყრაზე უნდა გამოიტანონ.
„სენატორის შეხედულებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. ის მიეკუთვნება გამოუსწორებელ რუსოფობთა ჯგუფს. მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ეს სანქციები დიდი ხნის წინ დაწესდებოდა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
„დაეხმარება თუ არა ეს [უკრაინის საკითხის] დარეგულირების [პროცესს]? ეს არის კითხვა, რომელიც მათ უნდა დაუსვან საკუთარ თავს, ვინც მსგავს ინიციატივებს უჭერს მხარს“, - დასძინა მან.