ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოგვარებას აჭიანურებს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკელი ლიდერის, დონალდ ტრამპის შესაბამისი სიტყვების კომენტირებისას განაცხადა.
„აქ შეიძლება დავეთანხმოთ [დონალდ ტრამპს], ეს ნამდვილად ასეა. პრეზიდენტი პუტინი და რუსული მხარე ინარჩუნებენ მზადყოფნას. რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი როგორც ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპისთვის“, - აღნიშნა მან.
პესკოვმა განაცხადა, რომ კიევისთვის სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, ხოლო უკრაინის ხელისუფლებისთვის „გადაწყვეტილების მიღების დერეფანი ვიწროვდება“.
კრემლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ „პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“.
Reuters-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის შუამავლობით, ტრამპმა ერთი სიტყვით უპასუხა: „ზელენსკი“. მისი თქმით, პუტინი მზად არის შეთანხმების დასადებად, მაშინ როცა უკრაინა ამისთვის „ნაკლებად მზად არის“.