1771531835
პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ესპანეთი გამოიძიებს სოციალური ქსელების საქმიანობას ისეთი მასალების სავარაუდო გავრცელებაზე, სადაც AI-ის მიერ გენერირებულ ბავშვებზე სექსუალური ძალადობაა ასახული
ესაპნეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ MAGA-ს მოძრაობის სტილის ლიდერები საზოგადოებას მიგრაციის სავარაუდო ბოროტების შესახებ ატყუებენ.
„ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ევროპელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დონალდ ტრამპი არ გაანაწყენონ და უთანხმოებები კონფიდენციალურად შეინახონ იმ იმედით, რომ ეს მათ დღის წესრიგს წინ წაწევს ან, სულ მცირე, მის მტრულ განწყობას შეარბილებს.
პედრო სანჩესმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა პროკურორებს სთხოვს, გამოიძიონ სოციალური ქსელების გიგანტების, X-ის, Meta-სა და TikTok-ის საქმიანობა ისეთი მასალების გავრცელების შესახებ ბრალდებაზე, სადაც ასახულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა.
„ეს პლატფორმები ძირს უთხრის ჩვენი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ღირსებას და უფლებებს. სახელმწიფოს არ შეუძლია ამის დაშვება. ამ გიგანტების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.









