1791274912
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ტობიას რაუში გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ტობიას რაუში გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გერმანიის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
გერმანული მედია წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიის წევრი გერმანიის რომელიმე მიწაზე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.
როგორც ცნობილია, მის კანდიდატურას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა, 29 წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხუთმა კი თავი შეიკავა.
საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტში პარტია AfD-ს და მის მოკავშირეს „სარა ვაგენკნეხტის ალიანსს“ სულ 44 მანდატი აქვთ, რაც არ იყო საკმირისი უმრავლესობის მოსაპოვებლად. რაუშის კანდიდატურამ კიდევ ოთხი ხმა სხვა პარტიებისგან მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის რანგში თავის პირველ გამოსვლაში რაუშმა განაცხადა, რომ ის „ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება“.
ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე პარტიამ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება მოიპოვა. პარტიამ ხმების 43.8% მიიღო.









