პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ალის ვაიდელი

ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცი გვერდზე უნდა გადგეს.

„მერცი უნდა გადადგეს და გზა უნდა გაიხსნას საყოველთაო არჩევნებისთვის“, – განუცხადა ვაიდელმა ჟურნალისტებს.

ალის ვაიდელის თქმით, დღეს გერმანიისთვის კარგი დღეა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო . მერცის კადიდატურას 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კანცლერად ასარჩევად კი 316 დეპუტატის ხმა სჭირდება.