„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
პარიზში ფერმერები სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გეგმას აპროტესტებენ.
„ევრონიუსის“ ცნობით, ფერმერები საფრანგეთის დედაქალაქში 100 ტრაქტორით ჩავიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფერმერებმა ტრაქტორების საშუალებით გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონი და ტრიუმფალურ თაღთან და ეიფელის კოშკის წინ დემონსტრაციულად გააჩერეს.
ფერმერების აქციის გამო პარიზში შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ბაზარზე იაფი პროდუქცია მოხვდება და ადგილობრივი მეწარმეები დაზარალდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროკავშირი „მერკოსურის“ ქვეყნებთან შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება. შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში პარაგვაიში გაფორმდეს.