პაპი ფრანცისკეს 9 დღიანი გლოვის პერიოდი დასრულდა - ორ დღეში კარდინალები კონკლავს გამართავენ და ვატიკანი ახალ პაპს აირჩევს

კლ

პაპი ფრანცისკეს ბოლო სამგლოვიარო მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში აღევლინა. ამით დასრულდა 9 დღიანი გლოვის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში კარდინალები კონკლავს გამართავენ.

წმინდა საყდრის ინფორმაციით, 7 მაისს, იტალიის დროით დილის 10:00 საათზე თავდაპირველად კარდინალთა კოლეგია წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას აღავლენს, მოგვიანებით 16:30 საათზე 133 კარდინალი სალოცავად წმინდა პავლეს კაპელაში შეიკრიბება, საიდანაც პროცესიით "სიქსტეს კაპელაში" გადაინაცვლებენ.

კენჭისყრის დაწყებამდე ყველა კარდინალი დადებს ფიცს, რომ ის ერთგულად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას თუ მათ აირჩევენ. სწორედ სიქსტეს კაპელაში უნდა მოხდეს ახალი პაპის შერჩევაც. რეგლამენტის თანახმად, კარდინალები კაპელას კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ დატოვებენ.