მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის „სრული პასუხისმგებლობა აიღოს“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„პალესტინის მთავრობამ დაასრულა ყველა მოსამზადებელი სამუშაო ღაზის სექტორში სრული პასუხისმგებლობის ასაღებად და მთავრობის ადმინისტრაციული და უსაფრთხოების პერსონალი სრულად მზად არის, განახორციელოს თავისი ამოცანები ღაზის მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად, იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად, სექტორში აუცილებელი სერვისების აღსადგენად, სასაზღვრო გადასასვლელებზე პასუხისმგებლობის აღებისა და ღაზის რეკონსტრუქციის დაწყების ხელშეწყობისთვის.“
პალესტინის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დახმარება გაუწიოს ღაზას, დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმს და აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს „საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია“ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისა და გაერო-ში მისი გაწევრიანების მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, პალესტინის ადმინისტრაცია არის ორგანო, რომელიც 1990-იანი წლებიდან არის წარმოდგენილი დასავლეთ სანაპირო ნაწილში და 2006 წლის არჩევნებამდე აკონტროლებდა ღაზას.