„პალესტინელებს ღაზაში დარჩენა უნდა შეეძლოთ“ - ბლინკენი კატარში ჩავიდა

ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არავინ არ უნდა აიძულოს, - ამის შესახებ BBC წერს.

"პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი ამის პირობები იარსებებს. მათ არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზა“, - განაცხადა კატარში ვიზიტით ჩასულმა ბლინკენმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგმო იმ ისრაელელი მინისტრების განცხადებები, რომლებიც პალესტინელების სხვაგან გადასახლებას მოითხოვენ.