პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

პაკისტანის პრეზიდენტი

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა.

პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.

2013 წელს მუშარაფი დაბრუნდა პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა დააკავეს და თავისი კანდიდატურის დაყენება აუკრძალეს. მას სახელმწიფო ღალატისთვის წაუყენეს ბრალი და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა.

პერვეზ მუშარაფმა 2016 წელს მკურნალობის მიზნით პაკისტანი დატოვა და დუბაიში გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდა.