1746733863
პაკისტანი ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჯამუს უპილოტო აპარატებით ბომბავს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება, პაკისტანი ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჯამუს, უპილოტო აპარატებით ბომბავს. კონფლიქტის ზონაში ინდოეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ქალაქში გამორთულია ელექტროენერგია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შაჰბაზ შარიფს, ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. რუბიომ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.