1746007492
პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთი მომდევნო 36 საათის განმავლობაში მათ ტერიტორიებს დაარტყამს - მხარეებმა ერთმანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტეს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მწვავდება. ოფიციალურმა დელიმ ისლამაბადთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. იგივე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო პაკისტანმაც.
პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ ინდოეთი მომდევნო 36 საათის განმავლობაში მათ ტერიტორიებს დაარტყამს.
ინდოეთმა 1960 წლის ინდის წყლების ხელშეკრულება დატოვა, პაკისტანის მოქალაქეებს გაუუქმა ვიზები.
კონფლიქტი, 22 აპრილს მას შემდეგ, გამწვავდა, რაც ქაშმირის რეგიონში მეამბოხეების თავდასხმას 26-ი ადამიანი ემსხვერპლა.