პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება, მხარეები ერთმანეთის მიმართულებით დარტყმებს ახორციელებენ - ,,როიტერი“

პაკისტანი

პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება, მხარეები ერთმანეთის მიმართულებით დარტყმებს ახორციელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ავღანელი თალიბები პაკისტანის პოსტებს ესხმიან თავს.

გავრცელებული ცნობით, „თალიბანმა“ პაკისტანის ორი სასაზღვრო პუნქტი დაიკავა, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

პაკისტანურმა მხარემ დაადასტურა შეტაკებები საზღვრის ხუთზე მეტ ლოკაციაზე და აღიარა, რომ საპასუხო დარტყმებს თავადაც ახორციელებენ.

ცნობისთვის, მანამდე ავღანეთმა პირობა დადო, რომ 9 ოქტომბერს პაკისტანის მიერ ქაბულზე მიტანილ საჰაერო დარტყმებს უპასუხებდა