ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში მივიდა

ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში მივიდა

რომის პაპი ფრანცისკე ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. ის ეტლში მჯდომი წმინდა პეტრეს ტაძარში მიიყვანეს. პონტიფიკმა მომლოცველები დალოცა.

ტაძრის კანონიკის ვალერიო დი პალმას თქმით, რომის პაპის გამოჩენამ იქ მყოფ ადამიანებში დიდი ემოციები გამოიწვია.

„თვალები ცრემლებით ამევსო, მე ფოტოს გადაღებაც კი ვერ შევძელი“, - განაცხადა დი პალმამ.

პონტიფიკი რომის პაპის პია X-ის საფლავთან მივიდა და ილოცა, რის შემდეგ სანტა-მარტაში დაბრუნდა, სადაც ის ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება და ვატიკანში იმედს გამოთქვამენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე აღდგომის საზეიმო წირვას აღავლენს.

88 წლის რომის პაპი ასევე კარლ III-ს და მის მეუღლეს კამილას შეხვდა. შეხვედრა 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობა. რომის პაპმა მათ ქორწინების 20 წლის იუბილე მიულოცა.

ცნობისთვის, 88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. ის კლინიკიდან 23 მარტს გაწერეს. პონტიფიკს მწვავე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.