1755711092
ორივე მხარეს შევთავაზე, თუ ისინი ეძებენ დიალოგის ადგილს, რომელიც მშვიდობას მოიტანს და ომს დაასრულებს, მათ შეუძლიათ უნგრეთში ჩამოსვლა - სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი მზად არის, უკრაინისა და რუსეთის ორმხრივ მოლაპარაკებას უმასპინძლოს. მისივე თქმით, უნგრეთს მშვიდობა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს.
"უნგრეთს მშვიდობა სურს, გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ამას ვამბობდით ომის დაწყებიდან 3 დღეში და ახლაც ვამბობთ, მაშინ, როდესაც უკვე 3 წელი გავიდა. ორივე მხარეს შევთავაზე, რომ თუ ისინი ეძებენ დიალოგის ადგილს, რომელიც მშვიდობას მოიტანს და ომს დაასრულებს, მათ შეუძლიათ უნგრეთში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს. საკმარისია, ერთი საათით ადრე შეგვატყობინოთ და ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ სამართლიანი, ღირსეული, უსაფრთხო და თანაბარი პირობები უნგრეთში ყველასთვის.
თუ საჭიროება იქნება, მზად ვართ, უზრუნველვყოთ შესაბამისი სამართლიანი და უსაფრთხო პირობები ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. კმაყოფილები ვართ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სამშვიდობო ძალისხმევის წარმატებაში," - განაცხადა პეტერ სიიარტომ.