ორბანის განცხადებით, ის ტრამპის მსგავსად „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამერიკულ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ორბანმა უნგრულ რადიოს უთხრა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და „ანტიფას“ მსგავს ჯგუფებს ტერორისტული ორგანიზაციების სტატუსს თავადაც მიანიჭებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ანტიფას“ აგენტები უნგრეთში ჩავიდნენ, ქუჩაში თავს დაესხნენ მშვიდობიან ადამიანებს, შემდეგ ევროდეპუტატები გახდნენ და ახლა ბრიუსელიდან კანონის უზენაესობის შესახებ უნგრეთს უკითხავენ ლექციებს.

„მოხარული ვარ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო და იმავეს გაკეთებას აქ, უნგრეთში მეც ვაინიცირებ. „ანტიფა“ მართლაც ტერორისტული ორგანიზაციაა“, - განაცხადა ორბანმა.