ორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა.

ორბანი აგრეთვე მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან პრეზიდენტობის პირველ დღეებში ამერიკულ ორგანიზაციებს დაფინანსება შეუჩერა იმ საბაბით, რომ ისინი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ.

„მე აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტს ავუხსენი, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა. ამიტომაც განსაკუთრებით მივესალმეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რომლითაც მან დახურა ფინანსური ნაკადები, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ხმარდებოდა“, - განაცხადა ორბანმა.