ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ვიქტორ ორბანი ძალიან კარგად იცნობს ვლადიმირ პუტინს.
„ვფიქრობ, ვიქტორი გრძნობს, რომ ამ ომს არც თუ ისე შორეულ მომავალში დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტს [ტრამპს] აქვს უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალე და ძალიან პოზიტიურია ევროპის კონტინენტისა და ევროპის ყველა ხალხისთვის“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვართ გაერთიანებულნი, რადგან ბრიუსელს და ევროპელებს ომის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ. ასე რომ, ერთადერთი პრო-სამშვიდობო მთავრობა არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და პატარა უნგრეთი ევროპაში. ყველა სხვა მთავრობას ურჩევნია ომის გაგრძელება, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ორბანმა.
ტრამპმა ორბანს მიმართა და კითხა, იტყვის თუ არა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომში გამარჯვება.
„იცით, [ეს] სასწაული შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ორბანმა.
„ჰო, მართალია“, - უპასუხა ტრამპმა.