ორბანი: ტრამპმა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მას „მსუბუქი წონის“ მომლაპარაკებელი უწოდა, აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფონზე.

შეთანხმების მიხედვით, აშშ დააწესებს 15-პროცენტიან ტარიფებს ევროკავშირის უმეტეს იმპორტზე, ხოლო ბრიუსელი დაჰპირდა ამერიკული ენერგორესურსების შეძენას.

„ეს არ იყო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან დადო - ეს იყო დონალდ ტრამპი, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორბანმა დასძინა, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შეთანხმება ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც ევროკავშირმა მიიღო.