ორბანი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის შეძენაზე, დონალდ ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსული ნავთობის შეძენაზე აშშ-ის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ფსონები  მაღალია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე და განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა დაარწმუნოს აშშ გეოგრაფიული ფაქტის აღიარებაში – „უნგრეთს საზღვაო პორტი არ აქვს და განსხვავებული მიდგომა სჭირდება“.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები ორ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება როგორც გამოწვევების – მაგალითად, სანქციების – გადაჭრაზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების გამოყენებაზე.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი უმასპინძლებს აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტს. მისი თქმით, უნგრეთის მოქნილი დიპლომატია საშუალებას იძლევა, ორივე მხარესთან ჰქონდეს დიალოგი.