ოქსფორდში კარის მეზობლებმა მე-100 დაბადების დღე ერთად აღნიშნეს

მეზობლები

ოქსფორდში კარის მეზობლებმა მე-100 დაბადების დღე ერთად აღნიშნეს. ჯოსი ჩერჩი და ენ უოლას-ჰადრილი 30 წელზე მეტია, რაც გვერდი-გვერდ ცხოვრობენ. საიუბილეო დაბადების დღეზე მათთან ერთად ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები იყვნენ. ამასთან, წვეულებაზე ჯოსიმ და ენმა მთელი სამეზობლოც დაპატიჟეს.

ენი ომის დროს სამეფო საზღვაო სამსახურში რადიომექანიკოსად საქმიანობდა. შემდეგ იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის დეპარტამენტს შეუერთდა და 20 წელზე მეტი სწორედ აქ გაატარა. სამეფო საზღვაო ძალებისაგან, განსაკუთრებული თავდადებისთვის, იგი ღირსებიც მედალსაც კი ფლობს.

„ხშირად მეკითხებიან, რა არის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო. საქმე ისაა, რომ პასუხი ერთდროულად ყველაზე რთულად და ყველაზე მარტივად შესასრულებელ საქმეს გულისხმობს - სიყვარულსა და პატივისცემას", - ამბობს ენი.

რაც შეეხება ჯოსის, იგი ადგილობრივ ჰოსპიტალში ექთნად საქმიანობდა. როგორც ამბობს, თავს იღბლიანად გრძნობს, რადგან 100 წლის ასაკშიც უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. რაც მთავარია, მის გვერდითაა საუკეთესო მეგობარი და მეზობელი, ენი.