„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ვფიქრობ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედია, მძევლები გათავისუფლდებიან – ყველა მძევალი. კარგი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის გაუქმება უწევს, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მძევლები „თითქმის დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდებიან.
„ჩვენ გვსურს, რომ ისინი 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდნენ, როგორც ეს შეთანხმების მონახაზშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუბიომ.