რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 14 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 55 კი დაშავდა

ომი

რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 14 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 55 კი დაშავდა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.