„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
შოლცი პუტინთან ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. როგორც გერმანიის კანცლერმა „RTL“-თან საუბრისას აღნიშნა, მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბოლო სატელეფონო საუბარი „იმედგაცრუება იყო“.
„იმედგაცრუება იყო, რადგან პუტინი უბრალოდ იმეორებდა თავის ყველა ფრაზას“, – განაცხადა შოლცმა. თუმცა შოლცის თქმით, სატელეფონო საუბარი აუცილებელი იყო, რათა პუტინს გაეგო, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის არ შემცირდება და „პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები, რათა შეიქმნას საფუძველი მშვიდობის განვითარებისთვის“.
„ეს უნდა გაკეთდეს და მე ამას ისევ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაიმე ილუზია“, – აღნიშნა შოლცმა.