„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
ცვლილებები, რაც ამ პაკეტში განხილვისას შევიდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პრინციპის დაცვით, რომ აქცია მაქსიმალურად იყოს დაზღვეული, რათა გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს არ გასცდეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერის ინტერესი უნდა იყოს, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები მაქსიმალურად იყოს დაცულიც და უზრუნველყოფილიც.
„ის პირები, ვინც მოტივირებულები არიან, რომ პიროტექნიკით იარონ აქციებზე და შემდეგ ის სამართალდამცავების ან ჟურნალისტების მიმართულებით ისროლონ, ვისაც უნდა, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს, ცხადია, ამ ადამიანებს, როგორც წესი, არ აქვთ იმის მოტივაცია, რომ აქცია მშვიდობიან ფარგლებში დარჩეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინაიდან როდესაც აქცია იმართება, ნებისმიერის ინტერესი უნდა იყოს, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები მაქსიმალურად იყოს დაცულიც და უზრუნველყოფილიც“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საპროტესტო შეკრებებზე ნიღბისა აკრძალვის შესახებ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა იმსჯელეს პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებზეც. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზება ნებართვა - ლიცენზიის გარეშე 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას დაექვემდებარება.