„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ არც დაფიქრდებოდნენ, ისე ცეცხლის ალში გახვევდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს მიზნების მისაღწევად.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია კადრულობს ყველაფერს. ახლა სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობენ და ესეც რა თქმა უნდა, ფუჭი იქნება მათი მხრიდან, უბრალოდ მხოლოდ ის გამოჩნდება, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ არც დაფიქრდებოდნენ, ისე ცეცხლის ალში გახვევდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათი მიზანი და რახან ამ მიზანს ვერ ასრულებენ, დღეს უკვე სიძულვილის ტირაჟირებით არიან დაკავებული და აქაც ხელმოცარულები დარჩებიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „მელოგრანოში“ დამარცხებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მათი მთავარი ამოცანა ახლა ხალხის გაბრაზებაა, რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები კი საზოგადოებამდე სამოქალაქო დაპირისპირების სახელით უნდა მიიტანონ.