ოკუპანტების მიერ ხარკოვზე მიტანილმა იერიშმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია

ხარკოვი

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მიტანილმა მორიგმა იერიშმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობები 4 დაშავებულის შესახებ. მათ შორის ერთი ბავშვია.

ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს დრონებით შუაღამისას შეუტიეს. რუსული ძალების სამიზნეში ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მოექცა.