მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება - რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ
1780152176
სენეგალელი ფეხბურთელი განაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ RMC Sport-ი სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მეკარე, შეიხ ტურე, გამომძალველთა ქსელის მსხვერპლი გახდა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ტურეს მოატყუეს, რომ მოროკოში სინჯებს გაივლიდა, რის შემდეგაც ის განაში, შეიარაღებული პირების ჯგუფმა გაიტაცა.
მოკვლის წინ, გამტაცებლები ფეხბურთელის ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამჟამად მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.