ნორვეგიის დედაქალაქში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ნორვეგია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ამინდზე მთელი დაკვირვების ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მან -31,1 გრადუსი შეადგინა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ნორვეგიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, რეკორდი ღამის საათებში დაფიქსირდა, ხოლო დღისით ტემპერატურა -21 გრადუსს შეადგენს.

ოსლოში მსგავსი ყინვები ანომალიურია. პროექტის, „ეკოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრები“-ს ცნობით, იანვარში ნორვეგიის დედაქალაქში საშუალო ტემპერატურა -10 გრადუსს შეადგენს.

ძლიერი ყინვა ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. შვედეთის ერთ-ერთ რეგიონში ტემპერატურამ -43 გრადუსი შეადგინა, ხოლო ფინეთის ლაპლანდიაში ის -44 გრადუსამდე დაეშვა.