1734018035
ნორვეგიაში შესაძლოა ფსკერიდან წიაღისეულის მოპოვება დაუშვან
ნორვეგიაში შესაძლოა ფსკერიდან წიაღისეულის მოპოვება დაუშვან. ამ გადაწყვეტილებით ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ფსკერიდან მინერალების მოპოვება ნებადართული იქნება.
9 იანვარს ნორვეგიის პარლამენტი წარდგენილ გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებში - 280 000 კვადრატულ კილომეტრზე ზღვის ფსკერიდან მინერალების, მათ შორის ძვირფასი მეტალების, მოპოვება დაშვებული გახდება. გეგმა ასევე ითვალისწინებს მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც წიაღისეულის მოპოვების პროცესს ეკომეგობრულს გახდის. 2024 წლის მანძილზე ნორვეგიის პარლამენტმა ასევე შეიძლება დაიწყოს საერთაშორისო წყლებში ფსკერიდან წიაღისეულის მოპოვებაზე მსჯელობა.
გარემოს მკვლევრების და მეცნიერების ნაწილი პარლამენტს აფრთხილებს რომ ფსკერიდან წიაღისეულის მოპოვების დაწყება ზღვის ეკოსისტემისთვის დამღუპველი იქნება.
ასევე ნახეთ:
„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან