იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ნიუ იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს საბანკო თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი” წერს.
როგორც მედია იუწყება, საქმე ბინის იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხება.
პროკურორები ჯეიმსს სავარაუდო საბანკო თაღლითობასა და ვირჯინიის შტატში, სახლის იპოთეკური სესხის შესახებ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებენ.
ჯეიმსი აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„დონალდ ტრამპი აიძულებს ფედერალურ სამართალდამცავ უწყებებს მისი ნების აღსრულებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მე შევასრულე ჩემი საქმე როგორც ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და თავად პრეზიდენტის საჯარო განცხადებები აშკარად ცხადყოფს, რომ მისი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა ჯეიმსმა.
საქმის განსახილველად დანიშნულმა აშშ-ის პროკურორის, ლინდსი ჰალიგანის განცხადებით, საქმე ადასტურებს, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა“. მისივე თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯეიმსს შეიძლება, 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
ჯეიმსის პირველი სასამართლო სხდომა ნორფოლკში 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.